დღის სიახლეები
BFMTV: "ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა"
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ უკრაინის ნატოში შესვლას რუსეთი კონფრონტაციად აღიქვამს და რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება არ არის ყველაზე სავარაუდო სცენარი.
"უკრაინის ნატოში შესვლას რუსეთი აღიქვამს, როგორც რაღაც კონფრონტაციულს", - განუცხადა მან ფრანგულ Le Monde-ს, ამერიკულ Wall Street Journal-სა და ლიბანურ An Nahar-ს.
"მიუხედავად იმისა, გაწევრიანდება თუ არა უკრაინა ნატოში - და ეს არ არის ყველაზე სავარაუდო სცენარი - მას უნდა მიეცეს ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები მას შემდეგ, რაც მას თავს დაესხა რუსეთი", - აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.
მსგავსი
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
22.11.2022 / 14:15
თუ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს მიაწვდის, ისრაელი უკრაინას იარაღით დაეხმარება
17.11.2022 / 14:25
იენს სტოლტენბერგი: "უკრაინაში ომი სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება"
დღის გადაცემები