24.11.2024 | 19:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
Bloomberg: "ინდოეთი, რუსული ნავთობის შესყიდვებს ზრდის, გადამუშავების შემდეგ კი ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს აწვდის"

ინდოეთი, რუსული ნავთობის შესყიდვებს ზრდის. გადამუშავების შემდეგ კი ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს აწვდის. ამის შესახებ Bloomberg წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ნავთობპროდუქტების მსოფლიო ბაზარზე ინდოეთის როლი მას შემდეგ გაიზარდა, რაც დასავლეთმა რუსეთს ამ პროდუქტზე ემბარგო დაუწესა.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ნიუ დელის მოსკოვთან თანამშრომლობისთვის არავინ აკრიტიკებს, რადგან ინდოეთის ქმედებები დასავლეთის ე.წ. ორმაგ მიზნებს შეესაბამება.

ერთი მხრივ, რუსეთი ენერგომატარებლების გაყიდვით ნაკლებ შემოსავალს იღებს და მეორე მხრივ, თავიდან იცილებენ იმ შოკს, რომელიც შესაძლოა ნავთობპროდუქტების მიწოდების შეფერხებამ გამოიწვიოს. ანალიტიკოსების ინფორმაციით, ინდოეთმა იანვარში შეერთებულ შტატებს დღეში 89 ათასი ბარელი ბენზინი და დიზელის საწვავი მიაწოდა, ეს ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

დეტალურად ამ თემაზე სტატია წაიკითხეთ ბმულზე

დღის გადაცემები