24.11.2024 | 20:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
Politico - შოლცის პოზიცია უკრაინისთვის ტანკების გადაცემასთან დაკავშირებით ბაიდენზე იქნება დამოკიდებული

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეცვალოს თავისი სკეპტიკური პოზიცია უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით, თუკი აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მას შესაბამის სიგნალს არ მისცემს, - ამის შესახებ Politico გერმანიის სამთავრობო წრეების ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

"შოლცის პოზიცია დიდად არის დამოკიდებული აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე, რომელთანაც კანცლერი ადრე თავის მომავალ ქმედებებს განიხილავდა ხოლმე", - აღნიშნულია გამოცემის ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, გასულ კვირას ორივე ლიდერმა უკვე გაავრცელა ერთობლივი განცხადება უკრაინისთვის ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანებისა და Patriot-ის სისტემების მიწოდების შესახებ. 

შოლცმა წარსულში არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევისას დასავლელ მოკავშირეებთან მჭიდრო კონტაქტში იქნება.

დღის გადაცემები