19.05.2024 | 10:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
კახა კალაძე ანალენა ბერბოკის პოზიციაზე: "აშკარად იკვეთება, რომ ეს ადამიანი რეალობას აცდენილია - ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოსთან მიმართებით აბსოლუტურ სიცრუეს ვისმენთ"

თბილისის მერის განცხადებით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის განცხადებაში რეალობას აცდენილია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული 12 პუნქტის შესასრულებლად ყველაფერს აკეთებს.

როგორც კახა კალაძე განმარტავს, ერთადერთი, ვინც ამ პროცესს ხელს უშლის, ოპოზიციაა.

"არ ვიცი რაზე საუბრობს. აშკარად იკვეთება ის, რომ რეალობას აცდენილია ეს ადამიანი. ეს არის იმ კურსის და იმ ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ საქართველოსთან მიმართებით, აბსოლუტურ სიცრუეს. საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე. 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შესრულდეს. ერთადერთი, ვინც არ იღებს პასუხისმგებლობას, არ მონაწილეობს ამ ყველაფერში და არ აქვს სურვილი იმისა, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს, ეს არის ოპოზიცია. არცერთ განხილვასა და გადაწყვეტილებაში, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ, ეს არის სამწუხარო რეალობა",-განაცხადა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა საქართველოში ვიზიტამდე განაცხადა, რომ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს ხედავს. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის მიზანი ევროკავშირში ინტეგრაციაა და გასული კვირების განმავლობაში ქართველმა ხალხმა თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშები ააფრიალა პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად.

"გასული კვირების განმავლობაში ისინი თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშას აფრიალებდნენ, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს მინდა გარკვევით განვაცხადო, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ვხედავთ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს, რომელ კურსსაც ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა იცავს. ჩვენ ვხედავთ ზეწოლას, რომელსაც ქვეყანა აწყდება შიგნიდან და გარედან", - წერს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

დღის გადაცემები