18.05.2024 | 12:09
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გადაწყვეტილება მიღებულია: უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, მხოლოდ პერსპექტივა

გადაწყვეტილება მიღებულია: ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა ხოლო საქართველოს – არა. ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და მზადაა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

გასულ კვირას ევროპის კომისიამ გასცა რეკომენდაციები, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს, საქართველომ კი რამდენიმე პირობა უნდა შეასრულოს, სანამ ევროკავშირი მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავდეს. დღეს ბრიუსელის სამიტზე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა განიხილავენ წევრობაზე ასოცირებული ტრიოს განაცხადი და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს.

 

დღის გადაცემები