18.05.2024 | 12:28
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირაკლი ღარიბაშვილი: "მერაბიშვილმა დაადასტურა, რომ მათი ამოცანა არის ხელისუფლების გადატრიალება, შეცვლა და ომის დაწყება - კაცმა აღიარა, რომ მათი მიზანი არის ომის წარმოება რუსეთის წინააღმდეგ"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შს ყოფილმა მინისტრმა აღიარა, რომ მათი მიზანი არის რუსეთის წინააღმდეგ ომის წარმოება.

პრემიერის განცხადებით, ვანო მერაბიშვილმა დაადასტურა, რომ მათი ამოცანაა, გადატრიალება და ომის დაწყება.

"მერაბიშვილმა დაადასტურა, თქვა, რომ მათი ამოცანა, მათი მიზანი არის ხელისუფლების გადატრიალება, ხელისუფლების შეცვლა და ომის დაწყება. კაცმა აღიარა, რომ მათი მიზანი არის ომის წარმოება რუსეთის წინააღმდეგ, ანუ მეორე ფრონტის გახსნა, რასაც ვუყვებოდით ჩვენს საზოგადოებას, ხალხს მთელი ერთი წლის განმავლობაში. ყველა ეს პროვოკაცია, დაწყებული სააკაშვილის შემოგზავნით, დამთავრებული უამრავი პროვოკაციით, რომელიც თავიდან ავიცილეთ, დასრულებული რამდენიმე დღის წინანდელი აქციებით", - განაცხადა ღარიბაშვილმა "იმედის" ეთერში.

დღის გადაცემები