18.05.2024 | 13:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ბათუმში მიწისძვრის განმეორებითი ბიძგები იგრძნობოდა

6 თებერვალს, საქართველოს დროით 14:25 საათზე თურქეთში  განმეორებითი მიწისძვრა მოხდა თურქეთში.

"ბათუმელების" ინფორმაციით, მიწისძვრა რამდენიმე წუთის განმავლობაში იგრძნობოდა ბათუმშიც. ქალაქის ზოგ უბანში ხალხი სახლებიდან საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში გამოვიდა.


ნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.

მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. 

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 912 ადამიანი დაიღუპა და 5385 დაშავდა, თუმცა, ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილებისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზრდება.

დღის გადაცემები