გერმანიის თავდაცვის მინისტრის პოსტს ქვემო საქსონიის მხარის სოციალ-დემოკრატი შინაგან საქმეთა მინისტრი, ბორის პისტორიუსი დაიკავებს, - ინფორმაციას Reuters-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტო წერს, რომ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა თანამდებობის დატოვების შესახებ ოფიციალურად გუშინ განაცხადა, იმ ფონზე, როდესაც წინ მნიშვნელოვანია კვირაა, ვინაიდან მოკავშირეები აძლიერებენ მოწოდებებს უკრაინისთვის მძიმე ტანკების გაგზავნასთან დაკავშირებით.
რამდენიმე დღის წინ, გერმანულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თავდაცვის მინისტრი, რომელიც სოციალურ ქსელში მის მიერ გავრცელებული საახალწლო მილოცვის გამო მკაცრად გააკრიტიკეს, გადადგომას გეგმავდა. ცნობისათვის, კრისტინ ლამბრეხტმა მილოცვის დროს უკრაინაში მიმდინარე ომზე საახალწლო ფოიერვერკების ფონზე ისაუბრა. ამის გამო, ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრებმა ის გააკრიტიკეს და გადადგომისკენ მოუწოდეს.