თურქეთმა რუსული გაზის ნაწილის გადახდა რუბლით დაიწყო, უახლოეს თვეებში რუსეთთან ენერგოვაჭრობაში რუბლით გადახდების წილი გაიზრდება. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა.
რუსეთი, რომელიც დაზარალდა დასავლეთის სანქციებით უკრაინაში შეჭრის გამო, სულ უფრო მეტად სთხოვს ენერგეტიკის მყიდველებს, გადაიხადონ რუბლი, რათა დაეხმაროს მისი ვალუტის გაძლიერებას. საერთაშორისო ენერგეტიკული ტრანზაქციების უმეტესობა აშშ დოლარში ან ევროშია.
"თურქეთი ასევე ცდილობს ვაჭრობის სტიმულირებას ლირის გამოყენებით, რომელიც დაზარალდა არაორდინარული მონეტარული პოლიტიკით" - წერს Reuters.
სექტემბერში ანკარა და მოსკოვი შეთანხმდნენ, რომ დაიწყონ რუბლით გადახდა ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის.
კითხვაზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინადადებაზე თურქეთში ბუნებრივი იარის ჰაბის შექმნის შესახებ, დონმეზმა უპასუხა, რომ ანკარა ამ წლის ბოლომდე შეიმუშავებს საგზაო რუკას და შესაძლოა, გამართოს კონფერენცია მომწოდებლებისა და მყიდველებისთვის.
"ჩვენ შეგვიძლია, მოვაწყოთ გაზის საერთაშორისო კონფერენცია, შესაძლოა, იანვარში ან თებერვალში, რათა გავაერთიანოთ გაზის მომწოდებლები და იმპორტიორი ქვეყნები, რათა მოვისმინოთ მათი აზრი და ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ" - თქვა დონმეზმა.