შოლე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლეს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა დერეკ შოლეს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა.
დერეკ შოლემ ასევე შეხვდრა გამართა საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. საუბრის მთავარ თემას ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემო, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები და მართლსაჯულების სისტემაში არსებული ვითარება წარმოადგენდა. მესამე სექტორის წარმოამდგენლების თქმით, მათ ამერიკელ სტუმარს ინფორმაცია მიაწოდეს იმის შესახებ, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქვეყანაში სასამართლო სისტემა. დერეკ შოლე დღეს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისაც შეხვდება.