იურისტი ამირან ხუციშვილი "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპრექტებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
"ჯერ კიდევ 12 წლის წინ გავიაზრე: როგორც კი საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებელ თამაშს გადაწყვეტს, მაშინვე მოხდება სისხლიანი რევოლუცია, რადგან საქართველოში ხალხის განწყობას ქმნიან უცხო ქვეყნის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები – უცხო ქვეყნის გავლენის აგენტები.
ჩვენ კი არა, აგერ, თურქეთში 5 წარმატებული სამხედრო გადატრიალება მოხდა ბოლო 70 წელიწადში და მხოლოდ მეექვსე გამოდგა წარუმატებელი.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება არაბულ გაზაფხულში. გილოცავთ, წარმატებებს გისურვებთ.
სირიაში, ლიბიასა და უკრაინაში ხომ დამყარდა დემოკრატია და ხომ ცხოვრობენ ევროპულ ღირებულებებზე?! ცოტაც მოინდომეთ, არ გატყდეთ და ჩვენც მანდ ვართ", – წერს ხუციშვილი "ფეისბუკის" გვერდზე.