24.11.2024 | 19:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ანტონიო გუტერეში: "თურქეთიდან დახმარების შეწყვეტის შემთხვევაში, სირიელებს მძიმე ზამთარი ემუქრებათ"

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანტონიო გუტერეშის თქმით, თუ თურქეთის მხრიდან კონტროლირებად ჩრდილო-დასავლეთში დახმარების მიწოდება არ განახლდება შემდეგ თვეში, მილიონობით სირიელი შესაძლოა ზამთარს ვერ გადაურჩეს. ამის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება. 

გუტერეშის თქმით, სირიაში ისედაც მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება. 

გუტერეში ამბობს, რომ ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის დახმარება რჩება ჰუმანიტარული ოპერაციების "შეუვალ ნაწილად". 

"დღეს, ჩრდილო-დასავლეთში, 4.1 მილიონი ადამიანია, მათგან 80% ქალები და ბავშვები არიან, ეს ხალხი საჭიროებს სწრაფ ჰუმანიტარულ დახმარებას", - ამბობს გუტერეში. 

2020 წლის ივლისში ჩინეთმა და რუსეთმა ვეტო დაადეს გაეროს რეზოლუციას, რომელიც თურქეთიდან ჩრდილო-დასავლეთ იდლიბში ჰუმანიტარული დახმარებისთვის ორ სასაზღვრო პუნქტს შეინარჩუნებდა.

დღის გადაცემები