ჯერჯერობით უცნობია რა შედეგებით დასრულდება ამერიკის ელჩის მიერ ორგანიზებული შეხვედრების რაუნდები თუმცა ის, რომ მოლაპარაკების მაგიდას ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის შემდეგ პირველად მიუსხდენენ ეს ფაქტია. საკითხს დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც მმართველი პარტიის სახელით გუშინდელ აუდიენციას ესწრებოდა. არჩილ თალაკვაძე იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების ეს რაუნდი კონკრეტული შედეგით დასრულდება და ამაში დიდ როლს ფასილიტატორები შეიტანენ.
გუშინდელ აუდიენციას ესწრებოდა "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი. ირმა ინაშვილმა აუდიენციაზე საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. პარლამენტის ვიცე-სპიკერს შეხვედრას დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა მან იმედი გამოთქვა, რომ ეს შეხვედრები კონკრეტული შედეგებით დასრულდება.