24.11.2024 | 17:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა ღამე კვლავ მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს - ისინი პროტესტს დღესაც განაგრძობენ

მშობლების მთავარ მოთხოვნად საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა რჩება, რათა მათი შვილების მკურნალობისთვის საჭირო პრეპარატის შეძენა სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდეს.

მშობლებს ადგილზე მოტანილი აქვს ბანერები წარწერებით: "არა უშავს დე! სამაგიეროდ "imagine dragon"-ის კონცერტზე წაგიყვან!", "პური და სანახაობა>ბავშვების ჯანმრთელობა".

"ჯანდაცვის მინისტრთან კომუნიკაციის აზრს ვეღარ ვხედავთ. ახლა მოთხოვნაა, რომ პრემიერ- მინისტრს შევხვდეთ, რადგან მათი პასუხი იყო, რომ ბიუჯეტი არ არსებობს. პროტესტს განსაკუთრებით იწვევს ის, რომ პარალელურად კონცერტები იგეგმება, რომლებშიც 70 მილიონი ან შეიძლება მეტიც იხარჯება. ამ ყველაფრის ფონზე გვეუბნებიან, რომ ბიუჯეტი არ არსებობს, რათა ბავშვებს ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაუფინანსონ", - განაცხადა ნინო კვიტაიშვილმა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, "თუ სექტემბრის მონაცემებით, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა პასუხისმგებლობას აიღებს და აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს".

დღის გადაცემები