დღის სიახლეები
აშშ-ის სენატში მოუწოდეს, რომ ნატოს რიგებში პოსტსაბჭოთა ქვეყნების შეყვანა შეწყდეს
ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა რენდ პოლმა განაცხადა. მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიღმა დარჩენილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნატოში მიღება არ უნდა მოხდეს.
2004 წელს, ნატოს მეხუთე გაფართოების ფარგლებში ორგანიზაციას ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები - ლატვია, ლიტვა და ესტონეთი შეუერთდნენ.
"ჩვენ აღარ შეგვიძლია უაზროდ ვხარჯოთ სიტყვები მხოლოდ ემოციური და პოლიტიკური სარგებელისთვის. როდესაც ვსაუბრობთ ნატოს გაფართოებაზე, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ საბჭოთა კავშირის ყოფილ დანარჩენ ქვეყნებს ალიანსში არ მიიღებენ", - განაცხადა რენდ პოლმა. სენატორმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი არ დაუშვებს ფინეთში შეიარაღების გარკვეული სისტემების განთავსებას.
მსგავსი
03.03.2023 / 11:26
რუსეთში საავიაციო ტექნიკის სავარაუდო გაგზავნისთვის ამერიკის ორი მოქალაქე დააკავეს
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
28.11.2022 / 17:12
რუსეთის დუმის სპიკერი: "აშშ-მა ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომში ჩაითრია"
დღის გადაცემები