დღის სიახლეები
"ახალი ცივი ომი" - ერდოღანის პრესსპიკერმა რუსეთსა და დასავლეთს ახალი შეთანხმებისკენ მოუწოდა
რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ახალი ცივი ომის დასაწყისია, მისი დასასრულისთვის აუცილებელია რუსეთის ფედერაციასა და დასავლეთს შორის ახალი შეთანხმების გაფორმება, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა.
"აქ არის ბრძოლა ჰეგემონიისთვის რუსეთსა და დასავლეთს შორის. ამ გეოპოლიტიკურ დონეზე სხვა ურთიერთქმედებაა საჭირო. რუსეთსა და დასავლეთს შორის ახალი შეთანხმება უნდა დაიდოს", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
იბრაჰიმ კალინი მიიჩნევს, რომ ჩვენ ახალი ცივი ომის მოწმენი ვართ.
მისი აზრით, ეს გაგრძელდება მანამდე, ვიდრე ყველა ძირითადი მხარე არ შეიმუშავებს ახალი შეთანხმების პარამეტრებს.
მსგავსი
28.04.2023 / 15:02
სუდანში თურქი მოქალაქეების ევაკუაციისთვის განკუთვნილ თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს
03.03.2023 / 11:26
რუსეთში საავიაციო ტექნიკის სავარაუდო გაგზავნისთვის ამერიკის ორი მოქალაქე დააკავეს
02.03.2023 / 12:54
ერდოღანის განცხადებით, მიწისძვრის მიუხედავად თურქეთში არჩევნები მაისში გაიმართება
10.02.2023 / 13:38
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
28.11.2022 / 17:12
რუსეთის დუმის სპიკერი: "აშშ-მა ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომში ჩაითრია"
18.11.2022 / 15:45
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა "მარცვლეულის დერეფნის" საკითხი განიხილეს
დღის გადაცემები