დღის სიახლეები
ბირთვული იარაღის გაუქმების საერთაშორისო კამპანია - სანამ პრეზიდენტ პუტინს ბირთვული იარაღი აქვს, ევროპა უსაფრთხო ვერ იქნება
ბირთვული იარაღის გაუქმების საერთაშორისო კამპანიის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დანიელ ჰოგსტა აცხადებს, რომ სანამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ბირთვული იარაღი აქვს, ევროპა უსაფრთხო ვერ იქნება.
"სანამ პრეზიდენტ პუტინს აქვს ბირთვული იარაღი, ევროპა უსაფრთხო ვერ იქნება. სანამ ქვეყნები ბირთვულ იარაღს გლობალურ პრობლემად არ თვლიან, ეს პუტინს თავისი საქციელის დაფარვაში ეხმარება" , - აღნიშნულია დანიელ ჰოგსტას განცხადებაში.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ.
მსგავსი
03.03.2023 / 11:26
რუსეთში საავიაციო ტექნიკის სავარაუდო გაგზავნისთვის ამერიკის ორი მოქალაქე დააკავეს
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
28.11.2022 / 17:12
რუსეთის დუმის სპიკერი: "აშშ-მა ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომში ჩაითრია"
დღის გადაცემები