არაკორექტული, რადიკალური და თანამდებობისთვის შეუფერებელი განცხადებების ავტორი და პარლამენტის გადაყენებული სპიკერი ახლა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად ემზადება. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მემკვიდრეობას პოლიტიკურად შეუმდგარი იურისტი ჩაიბარებს, რომლისთვისაც განსხვავებული აზრის გამოხატვა ყველაზე დიდ პრობლემას წარმოაგდენს. სხვადასხვა დროს, კობახიძის არაეთიკური გამონათქვამების ადრესატები, ოპონენტები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები ყოფილან. რატომ აირჩია ბიძინა ივანიშვილმა ამგვარი რეპუტაციის მემკვიდრე, კობახიძის თანაგუნდელებს სტანდარტული პასუხი აქვთ.
ის, რითიც მოქმედი მეოცნებეები ამაყობენ, საამაყო სულაც არ არის მმართველი პარტიის ყოფილი წევრებისთვის. ოცნების ყოფილი სახეები, რომელთაც ირაკლი კობახიძესთან პარტიული საქმანობის ყველაზე დიდი გამოცდილება აქვთ, ამბობენ, რომ კობახიძე მმართველი გუნდის ყველაზე დიდი თავის ტკივილი იქნება.
"პატრიოტთა ალიანსში" "ქართული ოცნების" პოლიტიკურ მომავალს ვერ ხედავენ იმ პერსონების მმართველობით, რომლებიც ხელისუფლებაში მყოფი გუნდის 2012 წლის მთავარ იდეებს აცდენილია. გოჩა თევდორაძე ყურადღებას სწორედ კობახიძის კლანზე ამახვილებს.
ირაკლი კობახიძის შეფასებისას ლოიალური არ არიან, არც სხვა პარტიების წარმოამდგენლები. ჩვენთან საუბარში განმარტავენ, რომ ყოფილი სპიკერის პარტიული დაწინაურება საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი, ქვეყნის განვითარებისთვის კი ხელისშემშლელია.