დღის სიახლეები
ბულგარეთის პრეზიდენტმა, დეპუტატებს, რომელთაც მხარი დაუჭირეს უკრაინის სამხედრო დახმარებას, "ომის წამქეზებლები" უწოდა
ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა მისი ქვეყნის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა გააკრიტიკა და პოლიტიკოსებს, რომლებმაც აღნიშნულს მხარი დაუჭირეს, "ომის წამქეზებლები" უწოდა.
"სამწუხაროდ, ომის წამქეზებლებმა პარლამენტში დიდი რაოდენობით გადაწყვიტეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება", - აღნიშნა რადევმა.
ბულგარეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის დახმარების პაკეტში არ შედის თვითმფრინავები, საჰაერო თავდაცვის სისტემები ან ტანკები, რადგან ეს ბულგარეთის შეიარაღებული ძალების ძლიერებას შეასუსტებდა.
ცნობისთვის, ამ თვეში, ქვეყნის პრეზიდენტის სურვილის საწინააღმდეგოდ, ბულგარელმა დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს უკრაინაში სამხედრო დახმარების გაგზავნას.
მსგავსი
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
22.11.2022 / 14:15
თუ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს მიაწვდის, ისრაელი უკრაინას იარაღით დაეხმარება
17.11.2022 / 14:25
იენს სტოლტენბერგი: "უკრაინაში ომი სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება"
დღის გადაცემები