დღის სიახლეები
გერმანიის თავდაცვის მინისტრი: "გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემას რამდენიმე დღეში გადასცემს"
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას IRIS-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას რამდენიმე დღეში გადასცემს.
"კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე განახლებული სარაკეტო თავდასხმა ცხადყოფს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების სწრაფი მიწოდება. რუსეთის თავდასხმები ატერორებს განსაკუთრებით მშვიდობიან მოსახლეობას. სწორედ ამიტომ ჩვენ ახლა [უკრაინას] მხარდაჭერას ვუწევთ განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის იარაღით", - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
მსგავსი
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
22.11.2022 / 14:15
თუ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს მიაწვდის, ისრაელი უკრაინას იარაღით დაეხმარება
17.11.2022 / 14:25
იენს სტოლტენბერგი: "უკრაინაში ომი სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება"
დღის გადაცემები