24.11.2024 | 19:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გერმანიის კანცლერი პირობას დებს, რომ გერმანია უკრაინას უფრო მეტ თვითმავალ საზენიტო დანადგარს მიაწვდის

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პირობა დადო, რომ გერმანია უკრაინას უფრო მეტ თვითმავალ საზენიტო დანადგარს მიაწვდის.

"ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ ძალიან ეფექტური სისტემის უზრუნველსაყოფად", - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. 

ამავე ცნობით, უკრაინის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. 

"უკრაინის პრეზიდენტმა მადლიერება გამოხატა გერმანიის ყოვლისმომცველი მხარდაჭერისთვის. საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებსაც ჩვენ ვთავაზობთ, ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა აქვს უკრაინის უნარზე, უზრუნველყოს საკუთარი მთლიანობა და სუვერენიტეტი", - განუცხადა შოლცმა ჟურნალისტებს.

დღის გადაცემები