დღის სიახლეები
გიორგი გამსახურდია რადიკალურ ოპოზიციაზე: "ყოველ ნაბიჯზე ქართულ სახელმწიფოს ზურგში დანას ურტყამდნენ, მათი დღის წესრიგი იყო ერთი - ძალისმიერი გზით ხელისუფლებაში მობრუნებულიყვნენ"
ყოველ ნაბიჯზე ეს ადამიანები[რადიკალური ოპოზიცია] ქართულ სახელმწიფოს ზურგში დანას ურტყამდნენ., მათი დღის წესრიგი იყო ერთი - ძალისმიერი გზით ხელისუფლებაში მობრუნებულიყვნენ, - ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის მიერ, სახელმწიფოსა წინააღმდეგ გადადგმული ყველა ნაბიჯი ჩანასახშივე პირველ რიგში საზოგადოების მიერვე აღიკვეთა.
"მათ არც უკრაინა ადარდებთ და საქართველოზე საუბარი ზედმეტია. ეს ყველაფერი მათ ხელში იყო ინსტრუმენტი, რომ ძალაუფლებაში მოსულიყვნენ, იგივე ევროპული პერსპექტივა, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე დანას სცემდნენ ზურგში, რომლის მოწმე მე გავხდი და რომელსაც ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები კულუარულ და პირდაპირ საუბრებშიც ამბობდნენ", - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ
მსგავსი
დღის გადაცემები