ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ლომიამ განაცხადა. "რატომ უჭირავს ხელისუფლებას დაბალანსებული პოზიცია დასავლეთსა და რუსეთს შორის? მე ვფიქრობ, თავის გადასარჩენად. მარტო იმიტომ კი არა, რომ ხალხზე ზრუნავენ. მათ კარგად ესმით, რომ აქ თუ მეორე ფრონტი გაიხსნა, მათ მხარის არჩევა მოუწევთ. თუ დასავლეთს აირჩევენ, მაშინ ქვეყნის დატოვება მოუწევთ, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა ათჯერ უფრო პატარაა, ვიდრე უკრაინა. აქ არ არის დონბასი და ლვოვი, რომლებიც ათასობით კილომეტრითაა დაშორებული ერთმანეთისგან. შემოვა რუსეთის ჯარი და მათ წასვლა მოუწევთ ქვეყნიდან. თუ რუსეთს აირჩევენ - რაც დასავლეთში თანხები აქვთ გადარიცხული, ყველაფერი გაეყინებათ. აქედან გამომდინარე, მათ ურჩევნიათ, რომ დასავლეთისა და რუსეთის მიმართ ეს ურთიერთობა რამენაირად აბალანსონ. რამდენად დიდხანს შეძლებენ ამას, ესეც საკითხავია. საქართველოსთვის გამოსავალი ამ ეტაპზე ქვეყნის კურსის შენარჩუნება, ანუ სრული ნეიტრალიტეტის გამოცხადებაა. ოღონდ თამაშით კი არ უნდა გაიყვანონ დრო, არამედ რეალურად კურსი უნდა ავირჩიოთ. ჩვენს გამოცხადებულ ნეიტრალიტეტს ხელი უნდა მოაწეროს ყველა ცივილიზებულმა ქვეყანამ, ყველა მეზობელმა. ვინც არ მოაწერს ხელს, უკვე ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ იმ ქვეყანას არ სურს, შენ იყო ნეიტრალური, არ სურს სტაბილურობა და მშვიდობა, მას შენს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები სურს. მერე დავინახავთ, ვინ არის პარტნიორი, მეგობარი და ვინ არის მტერი", - განაცხადა გიორგი ლომიამ.
დღის სიახლეები
გიორგი ლომია: "საქართველოსთვის გამოსავალი ამ ეტაპზე ქვეყნის კურსის შენარჩუნება, ანუ სრული ნეიტრალიტეტის გამოცხადებაა"
მსგავსი
დღის გადაცემები