ასე ეხმაურება "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ლომია ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, არ მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი. "ჩემთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს ერთი ჩვეულებრივი პოლიტიკური თამაშია. მნიშვნელობა არა აქვს, საქართველო რა პირობებს შეასრულებს და რა პირობებს დააკმაყოფილებს. ეს იყო და არის პოლიტიკური თამაში, რომელიც მიმართულია სრულ კონტროლზე. ჩვენ ახლა, ფაქტობრივად, დავისაჯეთ რის გამო? რომ არ შევუერთდით სანქციებს, რომ აქ არ იკრძალება რუსული ენა, როგორც აიკრძალა მოლდოვაში და უკრაინაში. ასევე სხვა მსგავსი ისეთი რამ, რასაც ჩვენ ვერ შევასრულებთ, რადგან უფრო მეტად დაგვეძაბება ურთიერთობები რუსეთთან და, შესაძლოა, მეორე მარიუპოლი მივიღოთ თბილისში, რაც, ბუნებრივია, არ გვინდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ, "პატრიოტთა ალიანსი", როგორც ოპოზიციური ძალა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა ამ საფრთხეს ავარიდოთ. ხელისუფლებაც ცდილობს, რომ ითამაშოს ნეიტრალური როლი და არ გამოჩნდეს როგორც მხარე. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავისაჯეთ. არის დასჯა ეს თუ არა, ამას მომავალში ვიხილავთ, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური თამაში. ეს ჩანს იქიდან, რომ მოლდოვა და უკრაინა გაცილებით უკან არიან - გნებავთ, დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, გნებავთ, სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით, სასამართლო რეფორმის თვალსაზრისით - ყველანაირად ჩვენზე უკან არიან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც არ ვართ სათანადო დონეზე და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. რეალურად, ევროკავშირს ასე სჭირდება პოლიტიკურად, ამიტომ ანიჭებენ სტატუსს მოლდოვასა და უკრაინას, ვინაიდან ჩვენ ბოლომდე არ ვემორჩილებით დღეს და ის კონკრეტული დავალებები, რომელიც ჩვენთვის დამღუპველი იყო, არ შევასრულეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ დაგვსაჯეს", - განაცხადა გიორგი ლომიამ.
დღის სიახლეები
გიორგი ლომია: "ჩვენ, ფაქტობრივად, იმის გამო დავისაჯეთ, რომ სანქციებს არ შევუერთდით"
მსგავსი
04.04.2023 / 15:46
ბელგიის პოლიციამ ბრიუსელში, "ევროპის სახალხო პარტიის" სათავო ოფისში რეიდი ჩაატარა
15.12.2022 / 17:00
ირმა ინაშვილი: "საქართველოს გადასაწყვეტია, როგორი საგარეო პოლიტიკა უნდა აწარმოოს"
დღის გადაცემები