24.11.2024 | 21:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი: "სააკაშვილის ადვოკატების მხრიდან გაჟღერებული ბრალდებები 2021 წელს ჩატარებულ მკურნალობასთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებულია - რაღაც გაუგებარ სიაში ექიმების შეყვანა, დისკრედიტაციის მცდელობა"

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მხრიდან გაჟღერებული ბრალდებები სამხედრო ჰოსპიტალში 2021 წელს ჩატარებულ მკურნალობასთან დაკავშირებით აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია, - ამის შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმმა, ნინო გოგორიშვილმა განაცხადა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი იყო.

როგორც გოგორიშვილმა აღნიშნა, "რაღაც გაუგებარ სიაში ექიმების შეყვანასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, ექიმების დისკრედიტაციის მცდელობაა".

"მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მხრიდან გაჟღერებული ბრალდებები სამხედრო ჰოსპიტალში 2021 წელს ჩატარებულ მკურნალობასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული, მკურნალობა, რომელიც იმ პერიოდში უტარდებოდა სააკაშვილს, თანხმდებოდა სახელმწიფო კონსილიუმთან, ამასთანავე მკურნალობასთან დაკავშირებით თითოეულ დეტალზე ინფორმირებულები იყვნენ ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი და წევრები და სახალხო დამცველის აპარატთან არსებული სამედიცინო კომისია.

მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაც, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებაც და სტაციონარიდან მისი გაწერაც წარმოებდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. ამასთანავე, რაღაც გაუგებარ სიაში ექიმების შეყვანასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, ვფიქრობ, რომ არის ექიმების დისკრედიტაციის მცდელობა", - აღნიშნა ნინო გოგორიშვილმა.

დღის გადაცემები