24.11.2024 | 21:11
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გრეტა წიწავა: "გვახსოვს შემზარავი ისტორიები ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის, რომლის სისტემის შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი იყო და ეს ადამიანი თურმე, დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში "ჯილდოს იმსახურებს"

დავიცალოთ პოლიტიკური გრძნობებისგან - გვახსოვს შემზარავი ისტორიები ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის, წამების და არაადამიანური მოპყრობის, რომლის სისტემის შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი იყო - ისტორიები, რომელსაც "ნაცმოძრაობის" წევრებიც კი ამბობენ, ცუდი იყო! , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც პატიმარი მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემას ეხმიანება.

დეპუტატი იხსენებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში სანდრო გირგვლიანის საქმეს და საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

როგორც წიწავა აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სანდრო გირგვლიანის წამების საქმეზე მსჯავრდებულია, თურმე ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში "ჯილდოს იმსახურებს".

"სამწუხაროდ ყველას კარგად გვახსოვს სანდრო გირგვლიანის წამების შემზარავი ამბავი, ქართული საზოგადოების პროტესტი და ამ ყველაფერზე ეროვნული და სტრასბურგის სასამართლოს გადაწვეტილება - გამაოგნებელს უწოდებს სტრასბურგი მიხეილ სააკაშვილის და მისი ხელისუფლების არაადამიანურ ქმედებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და ა.შ...

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სანდრო გირგვლიანის წამების საქმეზე მსჯავრდებულია, თურმე ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში "ჯილდოს იმსახურებს"...

მოდი ვიყოთ გულახდილები და ვეცადოთ დავიცალოთ პოლიტიკური გრძნობებისგან - ჩვენ ხომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და გვახსოვს შემზარავი ისტორიები ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის, წამების და არაადამიანური მოპყრობის, რომლის სისტემის შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი იყო - ისტორიები, რომელსაც "ნაცმოძრაობის" წევრებიც კი ამბობენ, ცუდი იყო!..." , - წერს გრეტა წიწავა.

დღის გადაცემები