დღის სიახლეები
დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესიის ვირტუალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესიის ვირტუალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, არსებულ მძიმე ვითარებას. მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია აქტიურად განაგრძობს პროვოკაციულ ნაბიჯებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობა, როგორც საერთაშორისო საზოგადოების მაღალი პასუხისმგებლობის მქონე წევრი, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზას ირჩევს.
მსგავსი
დღის გადაცემები