განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა. "ჩვენ უნდა დავინახოთ, რა ხდება აფხაზეთში. ხელისუფლება კარგი და დადებითი განწყობით გამოვიდა და ხალხს უთხრა, რომ მოდით, რეფერენდუმი ჩავატაროთო - გვინდა ომში ჩაბმა თუ არ გვინდა ომში ჩაბმა. ხელისუფლება უდაოდ გულისხმობდა, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა. ეს იყო, ხელისუფლების აზრით, მშვიდობისკენ სასიკეთო მოწოდება, მაგრამ ეს წინადადება, როგორც იყო ჩამოყალიბებული, სრულიად არაერთგვაროვნად, სხვადასხვანაირად აღიქვა ყველამ, მათ შორის, ჩვენებმა - აფხაზებმა და ოსებმა. რუსებმაც, სხვათა შორის, აღიქვეს როგორც ვარიანტი, რომ ჩვენ ჩავებათ ომში. ზუსტად ასე აღიქვეს აფხაზებმაც. დღეს არის უშიშროების საბჭოს სხდომა, თუ არ ვცდები, სოხუმში, მანამდე იყო მთელი რიგი განცხადებები. ესე იგი, მათ ჩათვალეს, რომ ჩვენ ვაპირებთ მათზე თავდასხმას. ამას რატომ ვამბობ: აბსოლუტურად ყველა სიტყვას უნდა დავუფიქრდეთ ჩვენ. რეფერენდუმი კი არ უნდა ჩავატაროთ, ომში ჩავერთოთ თუ არა. ჩვენ ვუბრუნდებით ძველ იდეას, რომელიც ყველაზე სწორია. რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, რომ კონსტიტუციიდან ამოღებულ იქნას, რომ ჩვენ ნატოში შევალთ და ჩაიწეროს, რომ ჩვენ ვიქნებით ნეიტრალური, სამხედრო მიუმხრობელი ქვეყანა. ამ თემაზე უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი და ამ მოძრაობას განვაახლებთ ახლა ჩვენ. ამ ვითარებაში საქართველო უნდა გადაიქცეს მთელ რეგიონში ისეთ ტერიტორიად, სადაც იქნება ნეიტრალიტეტი, მიუმხრობლობა და მშვიდობა, სადაც კონფლიქტური მხარეები ერთმანეთთან შერიგებაზე ისაუბრებენ. აი, ასეთი შვეიცარია უნდა შევქმნათ ჩვენ აქ და ყველა შანსი გვაქვს ამისთვის. ეს იქნება ყველაზე კარგი და დადებითი მოვლენა საქართველოსთვის, მათ შორის, სოხუმისა და ცხინვალისთვის. ჩვენ ამაზე უნდა ვიზრუნოთ, ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ. დააკვირდით, რომ თურქეთი თანამშრომლობს რუსეთთან. ნატოს ქვეყანაა, ომია, მაგრამ თანამშრომლობს. რატომ? თავისი ინტერესები აქვს და საკუთარ ინტერესებს იცავს. ჩვენ არ გვაქვს ჩვენი ინტერესები? ჩვენ რატომ არასოდეს არ ვიცავთ ჩვენს ინტერესებს? სულ ვიღაცის ინტერესების დაცვაზე რატომ ვართ გადართული?!" - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი: "ამ ვითარებაში საქართველო უნდა გადაიქცეს მთელ რეგიონში ისეთ ტერიტორიად, სადაც იქნება ნეიტრალიტეტი, მიუმხრობლობა და მშვიდობა"
მსგავსი
დღის გადაცემები