24.11.2024 | 21:55
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი: "არ შეიძლება ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც 12 და 13 წლის იყო იმ დროს და უკვე იაზრებდა, რა ხდებოდა, გაიზარდოს ისე, რომ დაინახოს ადამიანები, ვინც ხალხს კლავდნენ, ციხეებში აუპატიურებდნენ და ის ადამიანები მერე სხედან პარლამენტში"

ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა განაცხადა. "აი, ამას რომ ხედავს 12 წლის ბავშვი, როცა ხდება ის 20 და 25 წლის, მიიჩნევს, რომ ასე არაკაცურად ცხოვრება შეიძლება და წარმატებულიც იქნები - პარლამენტშიც იჯდები და დამოძღვრავ კიდეც ვიღაცას. ამის დაშვება არ შეიძლებოდა. "ქართულმა ოცნებამ" პირველი ყველაზე დიდი დანაშაული რაც ჩაიდინა, ესაა. მან მთელი თაობა ისე გაზარდა, ჰგონიათ რომ ასეთი უზნეო საქციელების ჩადენა შეიძლება. მეტიც, ფიქრობენ, რომ დეპუტატებიც იქნებიან. მეორე უდიდესი დანაშაულია ის, რომ აი, ამ კოჰაბიტაციას გვტენიან ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ამათ სულ პარლამენტში ტენიან. რა ორმოც ამოთხარეს, იქ ჩავარდნენ. დეპოლარიზაციაო რომ ამბობენ. რა თქმა უნდა, ამ სიტყვების უკან ისევ ხელისუფლების შეცვლა დგას. ვერ ხერხდება დეპოლარიზაცია და იცით რატომ? "ქართულ ოცნებას" არ უნდა. "ქართული ოცნებაც" გონს მოგებული არ არის. როგორ არ არის დანაშაული არჩევნების ამდენი გაყალბება, აბუჩად აგდება მთელი ქვეყნის და ხალხის - აბა რა არის? ახლა რომ გამოვიდნენ, რას ამბობენ? ისევ იგივეს - რომ ჩვენ და "ნაცმოძრაობა" შევალთ პარლამენტშიო. გამოსავალი ერთადერთი არის აბსოლუტურად სამართლიანი არჩევნები, როდესაც რა რეალური პროცენტიც აქვს "ნაცმოძრაობას", ის 6 თუ 7%, მართლა იმას მიიღებს. მაგრამ "ქართული ოცნება" ამას ჯერ ვერ აცნობიერებს. მოკლედ, დეპოლარიზაციის უკან დგას ერთადერთი სურვილი იმის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს", - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

დღის გადაცემები