24.11.2024 | 21:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი: "ახალგაზრდა თაობამ უნდა გაიგოს, რომ ერთადერთი, რაც უნდა ჩვენნაირ ხალხს, არის ის, რომ ვცხოვრობდეთ ზნეობრივ სახელმწიფოში"

"რა არის ეს დეპოლარიზაცია? ჩემთვის დეპოლარიზაცია სულ სხვა რამაა. "ნაცმოძრაობისთის" კი არის ის, რომ როგორმე შეცვალოს ხელისუფლება. ჩემთვის დეპოლარიზაცია საინტერესოა ახალგაზრდების კუთხით და არა "ნაციონალური მოძრაობის" კუთხით. ჩვენ პოლიტიკაში ვართ და პოლიტიკოსები ვართ, თანაც უფროსი თაობის წარმომადგენლები. ჩვენ დაინტერესებულები უნდა ვიყოთ, რომ ის სტუდენტები, 17, 18, 19 წლის, ხედავდნენ სიმართლეს, რეალობას, ჭეშმარიტებას და ესმოდეთ, რომ მოტყუებულნი არიან, მათ ატყუებენ. დეპოლარიზაცია არის ის, რომ არ იყოს დაპირისპირება ჩვენსა და იმ ახალგაზრდა სტუდენტებს შორის. არც ქმედებით არ იყოს დაპირისპირება და არც აზროვნებით. მათ უნდა გაიგონ, რომ არავინ არ უშლის: თუ უნდათ ევროპაში, ღმერთმა დალოცოს. ვინ უშლის? არავინ, მაგრამ მათ უნდა გაიგონ, რომ პირველი: ჩვენი ბრალი არ არის, რომ ევროპაში არ ვართ, - არც ჩემი, არც ირმა ინაშვილის, არც პატრიარქის, არც ეკლესიის ბრალია. უფრო მეტი, დამნაშავე ამაში თვითონ სააკაშვილი და "ნაცმოძრაობაა". "ქართული ოცნებაც" უდაოდ დამნაშავეა, მაგრამ არც ჩვენ ვართ, არც ეკლესიაა, არც ტრადიციული, ანუ კონსერვატიული აზროვნებაა ამაში დამნაშავე - ეს უნდა გვესმოდეს. რაც მთავარია, არავინ ხელის შემშლელი არაა. მეორეც, თავისთავად ევროპაში აღმოჩენა არ ნიშნავს უცებ გამდიდრებას ან უბრალოდ სიმდიდრეს, ამას დიდი შრომა უნდა. ეს სხვადასხვა პროცესებია და მოტყუება არ შეიძლება. ახალგაზრდა თაობამ უნდა გაიგოს, რომ ერთადერთი, რაც უნდა ჩვენნაირ ხალხს, ეს იქნება "პატრიოტთა ერთიანი ფრონტი" თუ ეს იქნება ტრადიციულად ქართულად მოაზროვნე ხალხი, ჩვენ გვინდა, რომ ვცხოვრობდეთ ზნეობრივ სახელმწიფოში, სხვა არაფერი არ გვინდა. ტყუილის გარეშე, ცილისწამების გარეშე, ვიღაცის ჩაგვრის გარეშე, უზნეო საქციელების გარეშე. დეპოლარიზაცია ჩემთვის ისაა, რომ სტუდენტებმა გაიგონ, ჩვენ მათი მტრები არ ვართ და ახალგაზრდა თაობისთვის კარგის მეტი არაფერი გვინდა - მათ ეს უნდა გაიგონ. ეს არის ჩვენთვის დეპოლარიზაცია და ამ კუთხით უნდა ვიმოძრაოთ", - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა.

დღის გადაცემები