24.11.2024 | 21:15
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი: "დეპოლარიზაცია ნიშნავს დათმობაზე წასვლას - დაწყებული საარჩევნო სისტემიდან, სასამართლოებიდან და დამთავრებული უამრავი სხვა საკითხით"

"ქართული ოცნება" საკუთარ თავთან უზარმაზარ წინააღმდეგობაშია. ერთი მხრივ, მას ძალიან სურს დეპოლარიზაცია, რადგან უნდა, რომ საზოგადოებაში სიმშვიდე ჩამოვარდეს და ყველაფერი დაწყნარდეს. მეორე მხრივ კი, მას არ უნდა იმის გაგება, რომ დეპოლარიზაცია სხვადასხვა დათმობებს ნიშნავს. დეპოლარიზაცია ნიშნავს დათმობაზე წასვლას - დაწყებული საარჩევნო სისტემიდან, სასამართლოებიდან და დამთავრებული უამრავი სხვა საკითხით. "ქართულ ოცნებას" ამ საკითხებში პრაქტიკულად არაფრის დათმობა არ უნდა. ყველა თემაზე აქვს რაღაც პატარ-პატარა ცვლილებები მოფიქრებული და ეს ცვლილებები რეალურად, კარდინალურად სიტუაციას არ შეცვლის. ამის იქით არ არის თანახმა და აქ არის წინააღმდეგობა - გინდა დეპოლარიზაცია და რეალურ დათმობაზე არ მიდიხარ. მეორე მხარეს დგას "ნაციონალური მოძრაობაც" კი არა, მისი დასავლელი პარტნიორები, რომლებსაც სინამდვილეში ესმით, რომ "ქართული ოცნება" არავითარ დათმობებზე" არ წავა. აქედან და სხვა მიზეზებიდან გამომდინარეც, არანაირ პოლარიზაციის მოსპობაზე წასვლა მათ არ უნდათ, იმიტომ რომ არც სჯერათ ამის და არც აწყობთ. მათი მთავარი მიზანი ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის მოყვანაა", - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა.

დღის გადაცემები