24.11.2024 | 21:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი: "დღევანდელ მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მცოდნე ადამიანია, როგორც ჩვენ ვხედავთ, ექსპერტებს არ აქვთ გაცნობიერებული, რომ ქვეყნები ერთმანეთში ეკონომიკურად ბევრად უფრო ღრმად არიან დაკავშირებული, ვიდრე ეს გარედან ჩანს"

ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა განაცხადა. "საქმე იმაშია, რომ ძალიან ბევრს, მათ შორის, გამოჩენილ ექსპერტებსაც არ ესმით, რომ ჩვენ სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ. ჩვენ აღარ ვცხოვრობთ სამოქალაქო საზოგადოების ეპოქაში და ღია დემოკრატიულ საზოგადოებაში. ჩვენ ვცხოვრობთ საინფორმაციო, ციფრულ საზოგადოებაში. ეს სრულიად სხვა მოვლენაა. ამას სჭირდება სპეციალური ცოდნა, რომელიც, როგორც ჩანს, არ გააჩნია ძალიან ბევრ ექსპერტს. საერთოდ დღევანდელ მსოფლიოში სრულიად უცოდინარი ხალხი ხვდება მაღალ თანამდებობებზე. აი, ბორის ჯონსონი, რომელიც ახლა გადადგა, მცოდნე კაცი საერთოდ არ იყო. მისი ქცევები, მოქმედებანი და გამონათქვამები რომ მოისმინოთ, შეიძლება, გადაირიოთ - ეს კაცი საერთოდ როგორ იყო ინგლისის პრემიერ-მინისტრიო. მეორე მაგალითია პრეზიდენტი ბაიდენი, რომელიც კაცს აჯილდოვებს და ზურგით ატრიალებს. ყოველგვარი დაცინვის გარეშე ვამბობ, რომ მას გარკვეული პრობლემები აქვს ჯანმრთელობასთან და ნათელია, რომ მას ქვეყნის მართვა უჭირს. რეალურად ქვეყანას ამერიკაში ახლა ომის პარტია მართავს. ამ ომის პარტიაში უამრავი ადამიანი შედის და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ომის პარტია მსოფლიოს მოიცავს. ბორის ჯონსონიც ომის პარტიის წარმომადგენელია. მათი წარმომადგენელია პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, ლიტვის პრემიერ-მინისტრი და კიდევ უამრავი ხალხი. ომის პარტიას წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილი, ზელენსკი და ზელენსკის მთელი გარემოცვაც. მსოფლიო სერიოზულად შეიცვალა. თუ 90-იან წლებში მთელს მსოფლიოში - ეს იქნებოდა აშშ თუ ეს იქნებოდა უკვე დაშლილი საბჭოთა კავშირი, ძალიან მცოდნე ხალხი იყო. ქვეყნის არა მარტო სათავეებთან, არამედ სამინისტროებშიც სერიოზულად განათლებული და მცოდნე ხალხი ბრძანდებოდა, დღეს კი, ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მაღალ თანამდებობებზე საქართველოშიც, გერმანიაშიც, რუსეთშიც, ამერიკაშიც, საფრანგეთშიც, ბელგიაშიც - ყველგან ბევრი და ძალიან გაუნათლებელი ხალხი აღმოჩნდა", - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

დღის გადაცემები