"პირველ რიგში, "ქართულმა ოცნებამ" უნდა გააცნობიეროს, რომ ის დაშლის პირას არის. შიდა ბრძოლა ძალიან ძლიერია. მეორე, უნდა გააცნობიეროს, რომ სამი ან ხუთი დეპუტატის გამოყოფა საკმარისი პროცესი არ არის. გასაგებია, რომ ახლა ეს დეპუტატები იტყვიან და ამბობენ იმას, რასაც ჩვენ ოთხი თვეა ვამბობთ, რომ ომში უნდოდათ საქართველოს ჩათრევა. მადლობა ღმერთს, ამას გადავრჩით! ყველაზე მძიმე მისია ჩვენ, "პატრიოტთა ალიანსმა" და "ერთიანმა ფრონტმა" ვიტვირთვეთ. უკვე ეს ყველაფერი ნელ-ნელა დაწყნარდა, ქვეყანა ომს გადაურჩა და აი, ახლა, გამოდიან რომელიღაც დეპუტატები და უკანა რიცხვით ლაპარაკობენ იმას, რასაც ჩვენ ოთხი თვე ვამბობდით. არ არის აქ არავითარი სიახლე. ეს დეპუტატები ცოტა ხანში, სავარაუდოდ, რუსეთისკენ დაიძვრებიან. მანამდე კიდევ ვიღაცები ჩავიდნენ მოსკოვში. ირმა ინაშვილი რომ ჩავიდა, "იმედის" ტელევიზია იძახდა, მოღალატეაო. ახლა სხვები ჩადიან და "იმედი" აღარ იძახის, რომ ისინი მოღალატეები არიან. მერე თავისი დეპუტატები ჩავლენ და "იმედის" ტელეარხი იტყვის, გმირები არიანო. მათი მოქმედების ტაქტიკა გასაგებია. კვლავ იქნება ყველა ფრონტზე რაღაც ჭადრაკი. მაგრამ ჭადრაკმა შედეგი უნდა გამოიღოს, მან გამარჯვებამდე უნდა მიგიყვანოს და არა დამარცხებამდე. სწორედ ამიტომ უნდა იცოდე ჭადრაკის თამაში. ასე ყველანაირად, ყველა ფრონტზე თამაში - სააკაშვილთან ცალკე, დასავლეთთან ცალკე, რუსეთთან ცალკე, თურქეთთან და ამერიკასთან ცალკე - ეს ყველაფერი შედეგს არ იძლევა, სწორედ ამაშია საქმე. პოლიტიკა ხალხზე უნდა იყოს ორიენტირებული და იგი ხალხზე ორიენტირებული არაა", - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის"თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა.
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი: "ირმა ინაშვილი რომ ჩავიდა მოსკოვში, "იმედის" ტელევიზია იძახდა, მოღალატეაო. ახლა სხვები ჩადიან და "იმედი" აღარ იძახის, რომ ისინი მოღალატეები არიან"
მსგავსი
დღის გადაცემები