ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა განაცხადა. "სოსო გოგაშვილს საზოგადოება იცნობს. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მინისტრის მოადგილე იყო და არჩევნებს კურირებდა, მერე პარტიაში გადაიყვანეს და "ქართულ ოცნებაშიც" ისევ არჩევნებს კურირებდა. გოგაშვილს მიაჩნდა, რომ უსამართლოდ მოექცნენ. მე არ ვიცი, სამართლიანად მოექცნენ თუ უსამართლოდ - ეს "ქართული ოცნების" შიდა საქმეებია, მაგრამ საბოლოო ჯამში იყო, ეტყობა, უთანხმოებები და გოგაშვილი პარტიიდანაც წავიდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყველანი ვამბობდით, რომ არჩევნები ყალბდებოდა. ამას სხვა პარტიებიც ამბობენ. მაგრამ ამას ის კაცი რომ ამბობს, რომელიც სუს-ში მოადგილე იყო და კურირებდა ამ საკითხებს, მერე "ქართულ ოცნებაში" კურირებდა არჩევნებს, ეს ფასეულია. დღეს ის ადასტურებს, რომ არჩევნები ტოტალურად ყალბდებოდა. მარტო ფეისბუქ პოსტი არაა. მან იქ კიდევ თქვა, რომ პროცენტებს უმატებდნენ "ნაცმოძრაობას" და სააკაშვილის პარტიებს. პრემიერი ღარიბაშვილი მუდმივად გამოდის და ამბობს, რომ შეათრიეს ძალით, ძლივსძლივობით ეს ნულოვანი პარტიები. ხუთი პარტიაა, რომელსაც ნული ჰქონდა რეიტინგი და ძალით შეათრიეს პარლამენტში. ახლა ამას გოგაშვილიც ადასტურებს. ამ პარტიებს რომ სამ-სამი პროცენტი დაუწერეს, ანუ ჯამში 15%, ეს პროცენტები ვის მოპარეს?! "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" მოპარეს და იმათ გადაუნაწილეს. ამაშია საქმე, ჩვენ სწორედ ამიტომ არ შევედით პარლამენტში. ეს მთელმა საქართველომ იცის, იმ პარტიებმაც იციან, მთელმა პოლიტიკურმა სივრცემ იცის და ახლა ეს ყოველდღე დასტურდება", - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი: "მნიშვნელოვანია, რომ სოსო გოგაშვილი - კაცი, რომელიც კურირებდა არჩევნებს, ახლა ღიად ამბობს, რომ არჩევნები ტოტალურად ყალბდებოდა. ეს სიახლე არ არის - ჩვენ ამას ვამბობთ მთელი ათი წელია"
მსგავსი
დღის გადაცემები