"ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, რომ დასავლეთი სანქცირების გზას ადგას. იყო პერიოდი და მე სულ ვამბობდი, უკრაინაში დიდი ომი იწყება. ზოგიერთი მეგობარი მეუბნებოდა, ნუ ამბობ ამას, არაფერი ომი არ იქნება, სასაცილოა ეს ყველაფერიო. აი, ომი კი არა, კატასტროფაა. აქაც ეგეთი ვითარებაა. სანქციების ქვეშ არის ფაქტობრივად უკვე ივანიშვილი. მისი ადვოკატები ამას აღიარებენ, მაგრამ ეს წრე კიდევ გაფართოვდება. "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები, ლობისტები და მათი პატრონები მუშაობენ იმაზე, რომ სანქცირების სია შეიქმნას. იქ აღმოჩნდება მარტო ივანიშვილი კი არა, ის წრე, ვისაც ის ენდობა როგორც ბიზნესის, ასევე პოლიტიკური და სახელისუფლებო თვალსაზრისით. მე გეუბნებით, რომ სანქციების სიაში აღმოჩნდება არა მარტო ივანიშვილი, არამედ ზოგიერთი მინისტრი, პარტიის ლიდერი და ბიზნესმენიც. ახლა მიდის ძალიან სერიოზული მუშაობა. შემიძლია უკვე გითხრათ, რომ ყველა გვარი ცნობილია. ყველა გვარი ვიცი, მაგრამ არ მივიჩნევ საჭიროდ, რომ ეს გვარები დავასახელო. "ქართულმა ოცნებამაც" მშვენივრად იცის, რომელ ადამიანებზეა საუბარი. უნდა გავიგოთ, რომ ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს და დასრულდება იმით, რომ ამ სიას მიიღებენ. შეიძლება, ამათ ჰგონიათ, რომ არ მოხდება, მაგრამ მოხდება! ეს იქნება ძალიან მძიმე არა იმ ხალხისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა.
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი: "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები, ლობისტები და მათი პატრონები მუშაობენ იმაზე, რომ სანქცირების სია შეიქმნას"
მსგავსი
დღის გადაცემები