24.11.2024 | 21:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი: "ომის პარტია" ისევ ოცნებობს, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას. ყველაზე მთავარი ჩვენთვის ჩვენი სამშობლოა და ის, რომ ჩვენ არ გავებათ ამ ამბავში. ამისთვის ვიღწვით ჩვენ!"

ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა განაცხადა. "ულტრამემარჯვენე პარტია "ეროვნული გაერთიანების" ლიდერი მარინ ლე პენი ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში არ გვინდა რუსეთთან დაპირისპირება. ლე პენი ასევე ნეიტრალიტეტის მომხრეა და ამბობს იმასაც, რომ პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და საფრანგეთი ამერიკის "ომის პარტიის" გავლენისგან განთავისუფლდეს. ლე პენს ყველა გამოკითხვებით 38% აქვს, თუ არ ვცდები და 8%-ით უსწრებს მოქმედ პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს. მაკრონს 30% აქვს მარტო იმიტომ, რომ მან ბოლოს რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე ისაუბრა. საქმე იმაშია, რომ იქაც მუდმივი გამოკვლევები ხდება და ყველაფერს აკვირდებიან. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, ამერიკის "ომის პარტიას" ყველაზე მეტად ვინც მონობს, ესენია: დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ბალტიისპირეთი და საქართველოში სააკაშვილ-ბოკერიები. ჩვენ ამას ვამბობთ რამდენიმე თვეა, მაგრამ დღეს ამას ღიად ამბობს მაკრონი. საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ღიად ამბობს, რომ მათ არ უნდა ავყვეთ, რომ ომის გამღვივებლები არიან პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები. ანუ, ის ფაქტობრივად ღიად ამბობს, რომ ეს ხალხი "ომის პარტიის" მონები არიან და ეს სიმართლეა. ამას მე ხომ არ ვამბობ, ამას უკვე საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს და იძახის, რომ ევროკავშირი ამას არ უნდა აყვეს. ანუ, მაკრონი სიტყვა "ომის პარტიას" არ იყენებს, ამერიკას არ ახსენებს, მაგრამ ომის გამღვივებლებში ასახელებს პოლონეთსა და ბალტიისპირეთს, რომლებიც "ომის პარტიის" ერთ-ერთ ბერკეტს წარმოადგენენ. ასე რომ, ყველაფერი ნათელი ხდება. "ომის პარტია" ისევ ოცნებობს, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას. სულ გვეუბნებიან: "უკრაინის გულშემატკივრები არ ხართ? გული არ გტკივათ უკრაინაზე?" რა თქმა უნდა, გული გვტკივა, რომ უკრაინაში ამდენი ხალხი იღუპება, ამდენი სროლა, უბედურება, ნგრევაა. გული გვტკივა, რომ არის ამდენი ლტოლვილი, მაგრამ ყველაზე მთავარი ჩვენთვის ჩვენი სამშობლო, საქართველოა და ის, რომ ჩვენ არ გავებათ ამ ამბავში. აი, ამისთვის ვიღწვით ჩვენ!" - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

დღის გადაცემები