24.11.2024 | 21:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი: "საქართველოს პარლამენტი დღეს არც ხალხის ინტერესებს იცავს და არც ქვეყნის"

ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა განაცხადა. "საქართველოს პარლამენტი დღეს არ წარმოადგენს არც ხალხს და არც ქართველ საზოგადოებას. ის არც ხალხის ინტერესებს იცავს და არც ქვეყნის. ამიტომ არ შეიძლება, საქართველოს პარლამენტში ველოდოთ ისეთ შეხვედრას, რომელზეც საუბარი იქნება ამ ქვეყნის ინტერესებზე, ამ ქვეყნის პრობლემებზე და იმაზე, თუ რა აწუხებს ხალხს. ამის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ეს არის პარლამენტი, რომელიც გაყალბებული არჩევნების გზით შეიქმნა. ეს არის პარლამენტი, სადაც არის პარტიები, რომელთაც ბარიერი არ გადაულახავთ. ისინი არ შეიძლება იყვნენ პარლამენტში. ამ ყველაფერში, რაც ხდება, ვინ არის დამნაშავე? თავი და თავი ვინ არის? რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება". არ შეიძლება პარლამენტში შეიყვანო ადამიანები ან პარტიები, რომელთაც არ აუღიათ 1%-იც კი. მაგალითად, არ აუღია 1% ერთკაციან პარტიებს - გინდ ელისაშვილის პარტია იყოს, გინდ "გირჩის", ვაშაძის, ბოკერიას თუ სხვა. ეს არის პარტიები, რომლებსაც არ გადაულახავთ 1%-იანი ბარიერი და პარლამენტში არ უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ისინი საკანონმდებლო ორგანოში აღმოჩნდნენ იმიტომ, რომ "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა - ყველა პარტია, რომელიც ამბობს საკუთარ თავზე, რომ მე ვარ პროდასავლური და პროამერიკული, შეეთრია პარლამენტში. აქ მთელი რიგი პრობლემებია. პირველი პრობლემა ის არის, რომ ეს პარტიები სინამდვილეში არ არიან არც პროდასავლურები და არც პროევროპულები. ეს არის სააკაშვილის რეჟიმის განშტოებანი, რომელთაც მხოლოდ ხელისუფლებისთვის ბრძოლა უნდათ. მეორე პრობლემაა, რომ მათ არ გადაულახავთ ბარიერი და მესამე, ამ პარტიებს ჩვენი, "პატრიოტთა ალიანსის" მოპარული პროცენტები გადაუნაწილეს და ხუთი თუ ექვსი პარტია პარლამენტში ჩვენი პროცენტებით შეიყვანეს", - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

დღის გადაცემები