24.11.2024 | 21:45
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი: "შეიძლება პროცესები ისე განვითარდეს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მაინც მოხდეს"

განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა. "დღევანდელი ვითარება სინამდვილეში არის ძალიან რთული. გარკვეულწილად რაღაც პროცესები დაგვიანებულიცაა. ბატონი ბორელი, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრია, ასე შეიძლება დავარქვათ მას, დღეს ლაპარაკობს, რომ მშვიდობაა საჭირო, მაგრამ აქამდე სხვანაირ განცხადებებს აკეთებდა. დაგვიანდა ეს განცხადებები, ადრე უნდა გაეკეთებინა. უნდა გავიგოთ, რომ მსოფლიო გახლეჩილია. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ახლადარჩეული ქალბატონი ლიზ ტრასი გვეუბნება, რომ არ მოხდება ატომური თავდასხმა ან ატომური ომი, მაგრამ ორი კვირის წინ ამბობდა, ჩვენ თვითონ გამოვიყენებთ ატომურ იარაღსო. მაშინ არჩევნები ჰქონდა და სხვა რიტორიკით იყო დაკავებული. ეს ყველაფერი სინამდვილეში პროცესებზე ცუდად მოქმედებს. ეს უნდა გავიგოთ. ახლა იმიტომ ალაპარაკდა ყველა მშვიდობაზე, რომ ყველამ გააცნობიერა, რამდენად სერიოზულია საფრთხე. ძალიან სერიოზულია ბევრი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, უკრაინამ მიიღო გარკვეული იარაღი, ამ იარაღს იყენებს და ამ დაბომბვების შედეგად სრულიად შემთხვევით შეიძლება აღმოჩნდეს, რომ იგივე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური აფეთქდეს. ეს მთელ ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში ბირთვულ ზონას შექმნის. ეს მოიტანს პლანეტის ორად გახლეჩვას და სწორედაც 30 ან 40-წლიან პაუზას შექმნის. ეს პაუზა რისთვის იქნება გამოყენებული? მოწინააღმდეგე ბანაკები ისევ დაიწყებენ ხელახლა შეიარაღებას, გადაიარაღებას. ანუ, ახლა ძალიან რთული ვითარებაა. ეს ჩემი სიტყვები არაა. ამას წერს ყოველი მეორე ექსპერტი დღეს. ახლა ეს საშიშროება ყველამ დაინახა. თვითონ ისეთი ქვეყნებიც კი, სხვათა შორის, როგორიცაა პოლონეთი, ბალტიისპირეთი, რომლებიც "ომის პარტიის" შემადგენლობაში იყვნენ ყველაზე აგრესიულები, ახლა მათაც კი დაუწიეს ტონალობას, მაგრამ პროცესები შეიძლება ისე განვითარდეს, რომ მაინც მოხდეს ბირთვული იარაღის გამოყენება", - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

დღის გადაცემები