24.11.2024 | 21:22
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი: "ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ საწვავის ფასი წარმოუდგენლად მაღალია. მოსახლეობისთვის საკვების ფასებიც იმატებს. საქართველოს სტატისტიკის სამსახური კი გვარწმუნებს, რომ ფასთა ზრდა მხოლოდ 18%-ია"

ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა განაცხადა. მისი თქმით, თუ ერთი წლის პერიოდს გადავხედავთ, "აღმოჩნდება, რომ ზოგიერთ საკვებზე 200-300%-ით არის ზრდა, ზოგზე კი, 100%-ით". "თუ ჩვენ გამოვალთ და ვიტყვით, რომ 10 დღეში შეიცვალა 18%-ით, ამით ჩვენ ხომ ჩვენს თავსაც ვატყუებთ და ხალხსაც. ფასთა ზრდა ერთი წლის განმავლობაში წარმოუდგენლად დიდია და მოსახლეობისთვის ხელმიუწვდომელია. ასეთივე ზრდა არის საწვავზეც. შემოსავლები კლებულობს, ბიზნესის გარემოში არანაირი განვითარება არ ხდება და მეწარმეები რეალურად შემოსავალს ვერ იღებენ - პირიქით, მათი შემოსავლები მცირდება. ეკონომიკური კრიზისი უკვე მწვავეა, ქვეყანა კი დღიდან ღემდე სიღატაკეში ვარდება. საუბედუროდ და სამწუხაროდ, ძალიან ბევრი და უფრო მეტი ადამიანი კვდება შიმშილით, ვიდრე დაავადებებით. ამ ყველაფერზე არავინ ლაპარაკობს, ამას ყველა მალავს - აი, ეს არის სწორედ არსებული ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი", - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

დღის გადაცემები