24.11.2024 | 21:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი: "ხელისუფლების ვალდებულებაა, ხალხის ცხოვრება გააუმჯობესოს"

"რა ეკონომიკური წინსვლა? "ქართული ოცნება", ეტყობა, სხვა საქართველოში ცხოვრობს და ჩვენ სხვა საქართველოში. მე ვიცნობ უამრავ ხალხს არა მარტო თბილისში, არამედ სხვა ქალაქებში: ქუთაისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, გორში და მე ვერ ვხედავ ადამიანებს, ვისი ცხოვრებაც უმჯობესდება, მე საერთოდ ვერ ვხედავ ამას. მეტიც, მე არავის ვიცნობ, ვინც მიიჩნევს, რომ ცხოვრება გაუმჯობესდა. "ქართული ოცნების" განცხადებები ჰგავს IRI-ის და NDI-ის შეფასებებს, რომლებიც იძახდნენ, რომ აი, მიშა სააკაშვილს ამდენი ხალხი უჭერს მხარს და მერე 36 000 ადამიანი გამოვკითხეთ და მათში ვერ ვიპოვეთ ვერცერთი, რომელიც ან IRI-იმ, ან NDI-იმ გამოკითხა - ვერცერთი მისი ოჯახის წევრიც კი ვერ ვნახეთ, რომელიც IRI-იმ ან NDI-იმ გამოკითხა და ნაცნობიც კი არ ჰყავდათ, ვინც გამოკითხა. ანუ, არავინ არ გამოუკითხავთ. ასეა ეს, "ქართული ოცნების" განცხადებებიც. მე არ ვიცნობ კაცს, ვისი ცხოვრებაც გაუმჯობესდა, არც ოჯახის წევრს ვიცნობ მისას, ვინც მიიჩნევს, რომ გაუმჯობესდა და არც ნაცნობს, მაგრამ "ქართული ოცნება", ალბათ, განსაზღვრავს თავისი თავით და მის ირგვლივ კიდევ 10 000 კაცით, რომელთა ცხოვრებაც მათ შეძლეს და გააუმჯობესეს - საკუთარი 10 000 ადამიანი. მთავარი რჩევა, რაც უნდა მივცეთ "ქართულ ოცნებას": მათ უნდა გაიგონ, რომ ხელისუფლება თავისი თავისთვის კი არ არსებობს, ხალხისთვის არსებობს. ხელისუფლების ამოცანა ის კი არ არის, რომ შენი და შენი ნათესავების, მეგობრების, ნაცნობების მდგომარეობა გააუმჯობესო, არამედ ხელისუფლების ვალდებულებაა, ხალხის ცხოვრება გააუმჯობესოს", - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა.

დღის გადაცემები