დღის სიახლეები
დავით ჭიჭინაძე: "როგორც კომუნისტური პარტია აიკრძალა თავის დროზე, ისევე უნდა აიკრძალოს "ქართული ოცნება"
როგორც კომუნისტური პარტია აიკრძალა თავის დროზე, ისევე უნდა აიკრძალოს "ქართული ოცნება", იმდენად დამღუპველია ქვეყნისთვის და ხალხისთვის ყველა მათი მოქმედება, - ამის შესახებ "ტრიბუნას" ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს.
ჭიჭინაძის შეფასებით, მმართველი პარტია "საბჭოური, დესპოტური მეთოდებით მოქმედებს“.
"როგორც კომუნისტური პარტია აიკრძალა თავის დროზე, ისევე უნდა აიკრძალოს "ქართული ოცნება", იმდენად დამღუპველია ქვეყნისთვის და ხალხისთვის ყველა მათი მოქმედება. თან, რაც ამათ გააკეთეს, არავის და არასოდეს უქნია - ერი დაცალეს, გამოშიგნეს ფაქტიურად! იკრიბებიან კომუნისტურ სახალხო ყრილობებზე და საბჭოური, დესპოტური მეთოდებით მოქმედებენ. მოკლედ, ვისაც ამ არალეგიტიმური პარლამენტის ყურება სიამოვნებს, ცირკში იარონ ჯობია", - აცხადებს ჭიჭინაძე.
მსგავსი
დღის გადაცემები