24.11.2024 | 19:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დიმიტრი მედვედევი: "მტრულ ქვეყნებს არ აქვთ გამბედაობა აღიარონ, რომ მათი "ჯოჯოხეთური" სანქციები ჩაიშალა"

მტრულ ქვეყნებს არ აქვთ გამბედაობა აღიარონ, რომ მათი "ჯოჯოხეთური" სანქციები საშინლად ჩაიშალა, არ მუშაობს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

"სამრეწველო პროდუქტებისა და სამომხმარებლო საქონლის აბსოლუტური უმრავლესობა ჩაანაცვლა ჩვენმა, რუსულმა, ხოლო დაკარგული - აზიურმა ბრენდებმა. პარალელური იმპორტიც მუშაობს, საიდანაც იგივე დასავლურ ბრენდებს ვიღებთ და მათი მფლობელები არაფერს იღებენ. ასე რომ, ყველაფერი ისეა, როგორც ყოველთვის - ამერიკელები ფულს შოულობენ დამცირებული ევროპის ხარჯზე. ამასთან, სავალუტო ფონდიც კი პროგნოზირებს წელს ეკონომიკურ ზრდას რუსეთში", - აღნიშნა მედვედევმა.

მისი თქმით, რუსეთი გააგრძელებს დასავლური ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებას ყოველგვარი ლიცენზიებისა და ჰონორარიების გადახდის გარეშე ყველაფერზე, ფილმებიდან დაწყებული ინდუსტრიული პროგრამული უზრუნველყოფის ჩათვლით.

დღის გადაცემები