24.11.2024 | 19:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დიმიტრი მედვედევი: "უკრაინის ნატო-ში შესვლამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს"

უკრაინის ნატო-ში შესვლამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს, თუ ის შემდგომში შეეცდება ყირიმის ხელყოფას, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

"ჩვენთვის ყირიმი რუსეთის ნაწილია. ყირიმის ხელყოფის ნებისმიერი მცდელობა ჩვენი ქვეყანისთვის ომის გამოცხადებაა და თუ ნატო-ს წევრი ქვეყანა ამას გააკეთებს, ეს არის კონფლიქტი მთელ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. მესამე მსოფლიო ომი. ტოტალური კატასტროფა", - განაცხადა მედვედევმა.

მისი თქმით, რუსეთი შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში მას მოუწევს საზღვრების გაძლიერება და საპასუხო ნაბიჯებისთვის მზადყოფნა.

დღის გადაცემები