24.11.2024 | 19:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დიმიტრი პესკოვი: "ნატო უკრაინის კონფლიქტში დე ფაქტო ჩაერთო"

ნატო დე ფაქტო ჩართულია უკრაინის კონფლიქტში, მაგრამ ეს არანაირად არ მოქმედებს რუსეთის მიზნებზე, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

"ნატო დე ფაქტო ჩართულია უკრაინის კონფლიქტში, თუმცა ეს არანაირად არ მოქმედებს ჩვენს მიზნებზე. ოპერაცია გაგრძელდება და მას ბოლომდე მივიყვანთ", - აღნიშნა პესკოვმა.

კითხვაზე, თუ რამდენად ართულებს სიტუაციას რუსეთისთვის ალიანსის ჩართვა, კრემლის პრესსპიკერმა უპასუხა, რომ "მნიშვნელოვნად უფრო რთულია".

"როგორც ჩანს, ეს გვაიძულებს ჩვენი ეკონომიკური და სხვა ძალების მობილიზებას. კიევის რეჟიმი ერთია, ნატოს პოტენციალი კი სხვა. ეს ნიშნავს დამატებით ტვირთს, თუმცა, ჩვენი პოტენციალი გვაძლევს შესაძლებლობას გავაგრძელოთ ოპერაცია ამ სიტუაციაში", - აღნიშნა პესკოვმა.

დღის გადაცემები