ეს დორბლიანი! წვერის გაუპარსაობით და თმების აჩეჩილობით ვერ ჩამოირეცხავ იმ სისხლს, რომელიც შენს სახელს უკავშირდება, სი*ო!!! სიგამხდრე? 30 კილოგრამი მეც დავიკელი და თავს მშვენივრად ვგრძნობ! აი შენი ნამოქმედარის მცირე სია, რომელიც ჰააგის სასამართლოში გაიგზავნა და ღმერთმა იცის, კიდევ რამდენი დაბლოკეთ და რამდენი თავიანთი პატრონით ამოწყვიტეთ, - წერს სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და ჰააგის სასამართლოში გაგზავნილი საქმეების სიას აქვეყნებს.
"ჰააგის სარჩელიდან ამონაწერი გირგვლიანი; რობაქიძე; აფრასიძეები; ვაზაგაშვილი; გამცემლიძე; ჟვანია; ოთარ გველუკაშვილი (მოკლული იქნა გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში სპეცოპერაციის დროს ); ანტონ კეკულავა (მოკლეს თბილისში დაკავებისას); დიკო ბარქაია (მოკლეს ზუგდიდის რაიონში სპეცოპერაციის განხორციელებისას ); ზაზა ფანცქელაძე (მოკლეს ზუგდიდის რაიონში დაკავებისას ); ხვიჩა კვირიკაშვილი (მოკლული იქნა თბილისში პოლიციელების მიერ დაკავების დროს განხორციელებული ცემის შემდეგ ); ალექსანდრე გომაშვილი ( მოკლეს კახეთში დაკავებისას); მურთაზ ქარდავა და თემურ ხუბუნია (ორივე ერთად ჩაცხრილა და მოკლა უშიშროების თანამშრომელმა ); სულხან ლომიძე (მოკლეს ხელვაჩაურის რაიონში სპეცოპერაციის დროს ); აკაკი კორკოტაშვილი (მოკლეს გურჯაანის რაიონში დაკავებისას ); ავთანდილ გუმაშვილი და ვახტანგ გუმაშვილი (ორივენი მოკლეს ახმეტის რაიონის სოფელ დუისში სპეცოპერაციისას ); ვახტანგ მარგოშვილი (მოკლეს ქვემო ქართლში სოფელ ვახტანგისში); ვარლამ ნემსიწვერიძე (მოკლეს თბილისში მძევლის გათავისუფლებისას); ნესტორ ესებუა, გია ოკუჯავა და თემურ ცეკვავა (სამივენი ერთად მოკლეს აბაშის რაიონის სოფელ მარანში დაკავებისას ); თამაზ კურკუმული (მოკლეს თბილისში დაკავებისას ); ხვიჩა მელაძე (მოკლეს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოჩხათში); გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი მანჯავიძე (ორივენი ერთად მოკლეს თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე დაკავებისას); ლევან გულუა (მოკლეს თბილისში, გამსახურდიას გამზირზე დაკავებისას ); რეზო სარჯველაძე (მოკლეს თბილისში დაკავებისას ); ვლადიმერ ხოშტარია (მოკლეს თბილისში დაკავებისას ); გიორგი თელია (მოკლეს თბილისში საკუთარ სახლში სპეცოპერაციის დროს ); ჯემალ ჩაფიძე (მოკლეს თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში დაკავებისას); ზვიად ბაბუხადია, ბუთხუზ კიზირია და ვალერი ბენდელიანი (მოკლული იქნენ ბაღდადის რაიონის სოფელ ვარციხეში დაკავებისას); ალექსანდრე ხუბულოვი (ჩაცხრილეს ავტომანქანაში სპეცოპერაციის დროს, რომელსაც ადგილი ჰქონდა თბილისში კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე); მიხეილ ბერძენიშვილი (მოკლეს საგარეჯოს რაიონში დაკავებისას); გელა ცინდელიანი (მოკლეს მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში სპეცოპერაციის დროს); ჯაბა ჯაბანიშვილი (ქალაქ ბორჯომში დაჭრილი იქნა პოლიციელის მიერ და სახლში მისვლისას გარდაიცვალა); ხვიჩა კოკაია (მოკლეს ხობის რაიონში სპეცოპერაციისას); ვალერი ფხაკაძე (ქუთაისში დაჭრეს პოლიციელებმა და დაჭრილს არ აღმოუჩინეს სასწრაფო დახმარება, რის გამოც გარდაიცვალა); მიხეილ კირაკოსიანი (ახალციხეში მოტოციკლის გაჩერების მოთხოვნის შეუსრულებლობის გამოესროლა პოლიციელმა და ადგილზე მოკლა); გიგა ჭარბაძე (მოკლული იქნა თელავში პოლიციელის მიერ, ავტომანქანის დაჯახებით); ალექსანდრე ხოსიტაშვილი (მოკლული იქნა თბილისში, პოლიციელების მიერ სასტიკი ცემის შედეგად); ოლეგ მესხიძე (მოკლეს ოზურგეთში სპეცოპერაციისას); თენგიზ გოგია (მოკლეს სენაკის რაიონის სოფელ მენჯში სპეცოპერაციისას); როლანდ მახარაძე ( მოკლული იქნა ბათუმში მძევლების გათავისუფელებისას ) როინ შავაძე (მოკლეს ქობულეთში სასტიკი წამების შემდეგ); ზურაბ მანთაძე (მოკლეს რუსთავ-თბილისის გზატკეცილზე დაკავების შემდეგ); გიორგი კრიალაშვილი (მოკლეს თბილისში სპეცოპერაციისას); ჯიმი მეგრელიძე (მოკლეს ზუგდიდში დაკავებისას); მამუკა ჩარჩხალია (პოლიციელების მიერ თავის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა საკუთარ სახლში ", - წერს სამხარაძე.