24.11.2024 | 19:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ევროპარლამენტი კორუფციულ სკანდალში გახვეულ კიდევ ორ ევროდეპუტატს იმუნიტეტს მოუხსნის

ევროპარლამენტი კორუფციულ სკანდალში გახვეულ კიდევ ორ ევროდეპუტატს მოუხსნის იმუნიტეტს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

საუბარია "სოციალისტების" ორ დეპუტატზე - იტალიელ ანდრეა კოცოლინოზე და ბელგიელ მარკ ტარაბელაზე. გამოძიება მათ მაროკოსა და კატარის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.

ევროპარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტში გამართულ კენჭისყრაზე 2 ევროდეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის 23 "მომხრე" და არცერთი "წინააღმდეგი" ჰყავდა.. საბოლოოდ დეპუტატებისთვის იმუნიტეტის მოხსნაზე ევროპარლამენტი 2 თებერვალს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს. მანამდე ამ მოთხოვნით ბელგიის პროკურატურა გამოვიდა.

ორივე დეპუტატი კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობას უარყოფს.

10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი, ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება.

გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600 ათასი ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.

11 დეკემბერს, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევა კაილის მანდატი შეუჩერა.

დღის გადაცემები