დღის სიახლეები
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში უნდა დამარცხდეს, მაგრამ არ სურს რუსეთის "განადგურება"
საფრანგეთს სურს, რომ რუსეთი დამარცხდეს უკრაინაში, მაგრამ არ სურს მისი "განადგურება", ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ფრანგულ გამოცემა Le Journal du Dimanche-ს განუცხადა.
"მე არ ვფიქრობ, როგორც ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ჩვენ უნდა განვიზრახოთ რუსეთის ტოტალური დამარცხება, საკუთარ მიწაზე რუსეთზე თავდასხმა... ამ დამკვირვებლებს, უმთავრესად, რუსეთის განადგურება სურთ. ეს არასდროს ყოფილა საფრანგეთის პოზიცია და არც არასდროს იქნება ჩვენი პოზიცია", - აღნიშნა მაკრონმა.
შეგახსენებთ, პარასკევს, მაკრონმა მოკავშირეებს მოუწოდა, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გააძლიერონ.
მსგავსი
03.03.2023 / 11:26
რუსეთში საავიაციო ტექნიკის სავარაუდო გაგზავნისთვის ამერიკის ორი მოქალაქე დააკავეს
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
28.11.2022 / 17:12
რუსეთის დუმის სპიკერი: "აშშ-მა ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომში ჩაითრია"
22.11.2022 / 14:15
თუ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს მიაწვდის, ისრაელი უკრაინას იარაღით დაეხმარება
17.11.2022 / 14:25
იენს სტოლტენბერგი: "უკრაინაში ომი სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება"
დღის გადაცემები