დღის სიახლეები
ემანუელ მაკრონი: "ევროპას უკრაინის ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნა სჭირდება"
ევროპას უკრაინის ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა სჭირდება. ასევე, უნდა გაძლიერდეს იარაღის კონტროლი, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
საფრანგეთის ლიდერმა ახალი სამხედრო დოქტრინა წარადგინა და სიტყვით გამოსვლისას დაასახელა ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც საფრანგეთი უკრაინაში ომის გამო დადგება.
მაკრონი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი შეიძლება იყოს უფრო ფართო კონფლიქტის დასაწყისი.
საფრანგეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მშვიდობის დამყარების შემდეგ ევროპას სჭირდება მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა და უსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნა.
"ჩვენ მოგვიწევს ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის აშენება, სტაბილურობისა და შეიარაღების კონტროლის განახლება", - დასძინა მაკრონმა.
მსგავსი
დღის გადაცემები