თუ რუსეთი დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს არ მიიღებს, ახალი ომი ევროპის მთელ კონტინენტს მოიცავს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა TF1/LCI-თან ინტერვიუში განაცხადა.
"მშვიდობის დღეს დისკუსია დასჭირდება. უპირველეს ყოვლისა, გარანტიები უკრაინის, მისი ტერიტორიული მთლიანობის, მისი გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ასევე რუსეთისთვის, როგორც ზავისა და სამშვიდობო ხელშეკრულების მხარისთვის”, - აღნიშნა მაკრონმა.
მისი თქმით, რუსეთისთვის ასეთი გარანტიების მიცემაზე უარის თქმა მოახდენს ინტეგრალური ომის პროვოცირებას, რომელიც მთელ კონტინენტს მოიცავს.
"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია რუსეთის შიში, რომ ნატო მის კარს მიუახლოვდება, ეს არის იარაღის განლაგება, რომელმაც, შესაძლოა, მას საფრთხე შეუქმნას", - განაცხადა მაკრონმა.