დღის სიახლეები
ემანუელ მაკრონი: "რაღაც მომენტში, მოგვიწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება"
რაღაც მომენტში, მოგვიწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკების მომენტსა და პირობებს სწორედ უკრაინა აირჩევს.
"დღეს კონტექსტი არ იძლევა ამ საკითხზე ოპერატიული განმარტებების გაკეთების საშუალებას" - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
გაზეთ The Washington Post-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ კერძო საუბრებში უკრაინას მოუწოდებს, აჩვენოს, რომ იგი ღიაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის.
უკრაინის პრეზიდენტი გამორიცხავს მოსკოვთან მოლაპარაკებებს, სანამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხელისუფლებაშია.
მსგავსი
დღის გადაცემები